უიმბლდონი არც 2023 წელს აპირებს ტურნირზე რუსი ჩოგბურთელების დაშვებას #1TVSPORT
„დიდი სლემის“ მესამე ტურნირის – უიმბლდონის ორგანიზატორები 2023 წლის გათამაშებაშიც აპირებენ რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელების მოკვეთას, – წერს გაზეთი „დეილი მეილი“.
წყაროს ცნობით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მომავალი წლის ზაფხულში უკრაინის ნაწილი კვლავაც ოკუპირებული იქნება რუსეთის მიერ. საბოლოო გადაწყვეტილებას ტურნირის ორგანიზატორები 2023 წლის მარტში მიიღებენ.
უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, წელს უიმბლდონზე არ უთამაშიათ რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს. ამის გამო, მამაკაცთა და ქალთა პროფესიულმა ტურებმა პრესტიჟულ ტურნირს სარეიტინგო ქულები ჩამოართვეს და დაახლოებით მილიონი ევროთი დასაჯეს.