უიმბლდონის ქალთა ბადის პირველ მეოთხედში მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი და მოქმედი ჩემპიონი ანჟელიკ კერბერი ერთად მოხვდნენ. მაგრამ ავსტრალიელთან მეოთხედფინალამდე კერბერმა შეიძლება ვერ მიაღწიოს, რადგან მისი პოტენციური მეტოქე მერვედფინალში ამერიკელი სერენა უილიამსია, რომელიც წელს მე-11 ნომრად არის განთესილი. ბარტის კი უკვე მესამე წრეში ელოდება შეხვედრა ყოფილ ჩემპიონთან გარბინე მუგურუსასთან. ასე რომ, ბადის ეს ნაწილი მთავარი ინტრიგაა ქალთა ტურნირზე.
საინტერესო წყვილი შედგა ბადის ქვედა ნაწილში. კვალიფიკაციის გამარჯვებული, 15 წლის ამერიკელი ვუნდერკინდი კორი გაუფი (მან რეკორდი დაამყარა იმ მხრივ, რომ ისტორიაში უიმბლდონის ძირითადი ბადის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა) ქალთა შორის ყველაზე ასაკოვან ჩოგბურთელს – ვინუს უილიამსს ხვდება. მას ცოტა ხნის წინ 39 წელი შეუსრულდა.
1/16 ფინალის სავარაუდო წყვილები (თუ ყველა განთესილი გაივლის პირველ ორ წრე):
ბარტი (ავსტრა, 1)-მუგურუსა (ესპ, 26)
ვეკიჩი (ხორ, 22)-ბენჩიჩი (შვეიც, 13)
ს. უილიამსი (აშშ, 11)-გორგესი (გერ, 18)
სუარეს ნავარო (ესპ, 30)-კერბერი (გერ, 5)
ბერტენსი (ჰოლ, 4)-ცურენკო (უკრ, 32)
მერტენსი (ბელ, 21)-კ. ვანგი (ჩინ, 15)
სტივენსი (აშშ, 9)-კონტა (ბრიტ, 19)
ანისიმოვა (აშშ, 25)-კვიტოვა (ჩეხ, 6)
სვიტოლინა (უკრ, 8)-საკარი (საბ, 31)
მარტიჩი (ხორ, 24)-სევასტოვა (ლატ, 12)
ვონდროუშვა (ჩეხ, 16)-კონტავეიტი (ესტ, 20)
ჰსიე (ტაივ, 28)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 3)
ჰალეპი (რუმ, 7)-კასატკინა (რუს, 29)
კისი (აშშ, 17)-საბალენკა (ბლრ, 10)
ვოზნიაცკი (დან, 14)-გარსია (საფ, 23)
კენინი (აშშ, 27)-ოსაკა (იაპ, 2)
1/8 ფინალის სავარაუდო წყვილები (მაღალი განთესვლის ნომრის მიხედვით):
ბარტი (ავსტრა, 1)-ბენჩიჩი (შვეიც, 13)
ს. უილიამსი (აშშ, 11)-კერბერი (გერ, 5)
ბერტენსი (ჰოლ, 4)-კ. ვანგი (ჩინ, 15)
სტივენსი (აშშ, 9)-კვიტოვა (ჩეხ, 6)
სვიტოლინა (უკრ, 8)-სევასტოვა (ლატ, 12)
ვონდროუშვა (ჩეხ, 16)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 3)
ჰალეპი (რუმ, 7)-საბალენკა (ბლრ, 10)
ვოზნიაცკი (დან, 14)-ოსაკა (იაპ, 2)
1/4 ფინალის სავარაუდო წყვილები (მაღალი განთესვლის ნომრის მიხედვით):
ბარტი (ავსტრა, 1)-კერბერი (გერ, 5)
ბერტენსი (ჰოლ, 4)-კვიტოვა (ჩეხ, 6)
სვიტოლინა (უკრ, 8)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 3)
ჰალეპი (რუმ, 7)-ოსაკა (იაპ, 2)
1/2 ფინალის სავარაუდო წყვილები (მაღალი განთესვლის ნომრის მიხედვით):
ბარტი (ავსტრა, 1)-ბერტენსი (ჰოლ, 4)
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 3)-ოსაკა (იაპ, 2)