სოციალური ქსელების მომხმარებლები უკმაყოფილონი დარჩნენ ამერიკელი ჩოგბურთელების, ვინუს და სერენა უილიამსების მამის როლზე უილ სმიტის არჩევით.
„მიყვარს უილ სმიტი, მაგრამ ამ როლზე სხვა შავკანიანი მსახიობებიც არიან“, – დაწერა ყოფილმა მოკრივე ჰილ კლარენსმა.
„უილ სმიტი ყველაზე ძალიან მიყვარს, მაგრამ რატომ არ დაუძახეს ამ როლზე მაჰერშალა ალის ან სხვა მსახიობს, რომლის კანი უფრო მუქი იქნებოდა?“ – სვამს კითხვას ტვიტერის მომხმარებელი.
ბი-ბი-სიმ (BBC) კრიტიკოსები გამოკითხა, რომლებსაც სმიტი არასაკმარისად მუქკანიანად მიაჩნიათ რიჩარდ უილიამსის როლისთვის. გამოცემა გვახსენებს კოლორიზმის შესახებ. ეს არის შავკანიანი ადამიანების დისკრიმინაციის ფორმა იმ ადამიანების სასარგებლოდ, რომლებიც იგივე რასის არიან, ოღონდ უფრო ნათელი ფერის კანი აქვთ.
ფილმის სამუშაო სახელწოდებაა მეფე რიჩარდი. სიუჟეტს საფუძვლად უდევს დები უილიამსების კარიერის დასაწყისი.
სერენა უილიამსს დიდი სლემის 23 ტურნირი აქვს მოგებული, ვინუსს – შვიდი.