უილ სმიტი დიდ ეკრანებს კვლავ უბრუნდება. ცნობილი მსახიობის მომდევნო ფილმი, სადაც ის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, ალადინია. სურათში სმიტი ჯინს განასახიერებს. ასევე მსახიობი ცუდი ბიჭების ახალ სერიაშიც გამოჩნდება.
გარდა ამისა, როგორც ცნობილი გახდა, 50 წლის მსახიობი კიდევ ერთ როლს დათანხმდა. უილ სმიტი ცნობილი ჩოგბურთელების, სერენა და ვენუს უილიამსების მამის როლს შეასრულებს. კინოსურათის დიდ ეკრანებზე გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.