„უფას“ მთავარი მწვრთნელი, ვადიმ ევსეევი აცხადებს, რომ მის გუნდიდან მოსკოვის „სპარტაკში“ ყველაზე მეტად ორ მოთამაშეს მოიაზრებს და მათ შორის ჯემალ (ჯიმი) ტაბიძე დაასახელა.
საქმე ისაა, რომ ივლისში, მოსკოვის „სპარტაკის“ გენერალური დირექტორი შამილ გაზიზოვი გახდა, რომელიც ადრე ანალოგიურ პოსტზე „უფაში“ მუშაობდა. „უფას“ მთავარი მწვრთნელი, ვადიმ ევსეევი რუსეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მოსკოვის „სპარტაკის“ ფეხბურთელი იყო. ის დარწმუნებულია, რომ ტაბიძე მოსკოვურ კლუბს ადგილს დაიმკვიდრებს.
„გაზიზოვს ტრანსფერების დროს პასუხისმგებლობის აღების არ ეშინია. მას ფეხბურთელების შერჩევა კარგად ეხერხება. ასე მოხდა ალექსანდრე ზინჩენკოს შემთხვევაში, რომელიც „უფაში“ იყო და მერე „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა. მე რომ გაზიზოვის ადგილზე ვიყო, „სპარტაკში“ ოსტონ ურუნოვსა და ჯემალ ტაბიძეს გადავიყვანდი“,- განაცხადა ევსეევმა.
შეგახსენებთ, რომ ჯიმი ტაბიძე „უფას“ წლის მოთამაშედ აღიარეს, გამოცემა „ნიუს.რუ”-მ კი წლის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. „ჩემპიონატის“ ცნობით, მოსკოვის „სპარტაკში“ ქართველი ფეხბურთელის გადასვლაზე ტოტალიზატორებში ფსონებს იღებენ..
სეზონის დასრულების შემდეგ სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ ტაბიძის სატრანსფერო ფასი შეცვალა და საქართველოს ნაკრებისა და „უფას“ ცენტრალური მცველის შეფასება ორი მილიონიდან ორ-ნახევარ მილიონამდე გაზარდა.