„უფამ“, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე თამაშობს, გუნდში კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის შესახებ განცხადება გაავრცელა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციები, ფაქტობრივად, დაადასტურა.
გუნდის გენერალურმა დირექტორმა შამილ გაზიზოვმა კომენტარი გააკეთა იმ ინფორმაციის შესახებ, რომ გუნდი კორონავირუსით დაავადებულებს მალავდნენ.
ამის გამო, „უფა“ მთელი შემადგენლობით კარანტინში უნდა წასულიყო, მაგრამ პრემიერლიგის 23-ე ტურში „ტამბოვთან“ ითამაშა და ნიკოლოზ გიორგობიანის გოლით ანგარიშით 2:1 მოიგო.
„გუნდის ერთ-ერთი წევრის ტესტის შედეგები საეჭვო იყო. ამასთან დაკავშირებით, მკაცრი სტანდარტების შესაბამისად, ყველა პრევენციული ზომა იქნა მიღებული საკარანტინო ზომებისა და მატჩის ჩატარების შესახებ. ჩატარდა მთელი რიგი ტესტები, სადაც ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. გუნდის არც ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი არ აქვს,“ – წერია კლუბის ხელმძღვანელის მიმართვაში.
ჯიმი ტაბიძის გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში გასული 30 ქულით მერვე ადგილზეა. „უფა“ მომდევნო მატჩს 27 ივნისს, მოსკოვის „სპარტაკთან“ გამართავს. გუნდი ნორმალურ რეჟიმში ემზადება და „უფაში“ აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალი მოთამაშეების მდგომარეობას ყოველდღიურად აკონტროლებს.