„დერბის ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი და ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, უეინ რუნი მიიჩნევს, რომ ვიდეორეფერი (VAR) ფეხბურთს არ სჭირდება.
„როცა პრემიერლიგის თამაშებს თვალს ვადევნებ, ძალიან ხშირად ვრჩები იმედგაცრუებული ვიდეოასისტენტის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებით, – ციტირებს რუნის სიტყვებს Sky Sports. – ზოგჯერ გაუგებარია, როგორ იღებენ მსაჯები გადაწყვეტილებას ჩანაწერის ნახვის შემდეგ.
მიმაჩნია, რომ ფეხბურთი ვიდეორეფერის შემოღებამდე გაცილებით კარგი სანახავი იყო. შეიძლება, არ დაეთანხმო არბიტრის გადაწყვეტილებებს, მაგრამ მათ საქმესა და პროფესიონალიზმს პატივი უნდა სცე“, – აცხადებს უეინ რუნი.
შეგახსენებთ, რომ VAR პრემიერლიგაში 2019/20 წლების სეზონიდან მოქმედებს.