უეფამ 2018 წლის სიმბოლური ნაკრების შედგენა დაიწყო
უეფამ 2018 წლის სიმბოლური ნაკრების შედგენა დაიწყო

უეფას ოფიციალურ გვერდზე დაიწყო ხმის მიცემის პროცედურა 2018 წლის სიმბოლური ნაკრების გამოსავლენად.

ხმის მიცემა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. სიმბოლური ნაკრები უეფას მიერ შეთავაზებული 50 ფეხბურთელიდან შედგება. აი, მათი სრული სია –

მეკარეებიალისონი (ლივერპული), უგო ლორისი (ტოტენჰემი), კეილორ ნავასი (რეალი), იან ობლაკი (ატლეტიკო), მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი (ბარსელონა);

მცველები – ჟორდი ალბა (ბარსელონა), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ხოსე ხიმენესი, დიეგო გოდინი, ლუკა ერნანდესი (ყველა – ატლეტიკო), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), კალიდუ კულიბალი (ნაპოლი), კოსტას მანოლასი (რომა), მარსელო, სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი (ყველა – რეალი), ჟერარ პიკე, სამუელ უმტიტი (ორივე – ბარსელონა), ჯონ სტოუნზი (მანჩესტერ სიტი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული);

ნახევარმცველებიკაზემირო, ისკო, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი (ყველა – რეალი), კევინ დე ბრუინე, დავიდ სილვა (ორივე – მანჩესტერ სიტი), ედენ აზარი, ნ’გოლო კანტე (ორივე – ჩელსი), ჯეიმს მილნერი (ლივერპული), საულ ნიგესი (ატლეტიკო), დიმიტრი პაიეტი, ფლორიან ტოვენი (ორივე – მარსელი), მირალემ პიანიჩი (იუვენტუსი), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი), ივან რაკიტიჩი (ბარსელონა);

ფორვარდებიგარეტ ბეილი (რეალი), ედინსონ კავანი, კილიან მბაპე, ნეიმარი (ყველა – პსჟ), პაულო დიბალა, კრიშტიანუ რონალდუ (ორივე – იუვენტუსი), ედინ ჯეკო (რომა), რობერტო ფირმინო, სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი (ყველა – ლივერპული), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ლიონელ მესი, ლუის სუარესი (ორივე – ბარსელონა).