გიორგი მიქაუტაძე – „ლიონის“ თამაშებს ახლაც ვუყურებ და მჯერა, კრიზისიდან გამოსავალს იპოვიან #1TVSPORT

12:32, 11.11.2026

„ლიონმა“ მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა გაუშვა. ლიონელთა ყოფილმა მოთამაშემ, გიორგი მიქაუტაძემ კლუბს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

DAZN-ის ​ჟურნალისტმა შეახსენა, რომ „ლიონში“ ახლა რთული პერიოდია და მწვრთნელი შეიცვალა…

„ვფიქრობ, „ლიონი“ გამოსავალს ყოველთვის იპოვის. ეს დიდი კლუბია, სადაც ძალიან კარგი ადამიანები და კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ბოლომდე მათ გვერდით ვარ და ყოველთვის დიდი გულშემატკივარი ვიქნები, რადგან „ლიონი“ ყოველთვის ჩემს გულშია“, – თქვა მიქაუტაძემ.

იგი ლიონის „ოლიმპიკის“ სკოლაში გაიზარდა, „ლიონის“ დიდ გუნდთან ერთად კი ორი სეზონი ითამაშა.

გიორგიმ ინტერვიუში „ვილიარეალზეც“ ისაუბრა:

„მირჩევნია, სულ სასტარტოში ვიყო, მაგრამ ეს ფეხბურთია, გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს. ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო“.

მსგავსი