უეფას ოფიციალურ გვერდზე დაიწყო ხმის მიცემის პროცედურა 2018 წლის სიმბოლური ნაკრების გამოსავლენად.
ხმის მიცემა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. სიმბოლური ნაკრები უეფას მიერ შეთავაზებული 50 ფეხბურთელიდან შედგება. აი, მათი სრული სია –
მეკარეები – ალისონი (ლივერპული), უგო ლორისი (ტოტენჰემი), კეილორ ნავასი (რეალი), იან ობლაკი (ატლეტიკო), მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი (ბარსელონა);
მცველები – ჟორდი ალბა (ბარსელონა), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ხოსე ხიმენესი, დიეგო გოდინი, ლუკა ერნანდესი (ყველა – ატლეტიკო), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), კალიდუ კულიბალი (ნაპოლი), კოსტას მანოლასი (რომა), მარსელო, სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი (ყველა – რეალი), ჟერარ პიკე, სამუელ უმტიტი (ორივე – ბარსელონა), ჯონ სტოუნზი (მანჩესტერ სიტი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული);
ნახევარმცველები – კაზემირო, ისკო, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი (ყველა – რეალი), კევინ დე ბრუინე, დავიდ სილვა (ორივე – მანჩესტერ სიტი), ედენ აზარი, ნ’გოლო კანტე (ორივე – ჩელსი), ჯეიმს მილნერი (ლივერპული), საულ ნიგესი (ატლეტიკო), დიმიტრი პაიეტი, ფლორიან ტოვენი (ორივე – მარსელი), მირალემ პიანიჩი (იუვენტუსი), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი), ივან რაკიტიჩი (ბარსელონა);
ფორვარდები – გარეტ ბეილი (რეალი), ედინსონ კავანი, კილიან მბაპე, ნეიმარი (ყველა – პსჟ), პაულო დიბალა, კრიშტიანუ რონალდუ (ორივე – იუვენტუსი), ედინ ჯეკო (რომა), რობერტო ფირმინო, სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი (ყველა – ლივერპული), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ლიონელ მესი, ლუის სუარესი (ორივე – ბარსელონა).