უეფა-ს გადაწყვეტილებით, სექტემბერში სანაკრებო თამაშები მაყურებლების გარეშე ჩატარდება
უეფა-ს გადაწყვეტილებით, სექტემბერში სანაკრებო თამაშები მაყურებლების გარეშე ჩატარდება

დღეს, 19 აგვისტოს, უეფა-ს მორიგი ვიდეოკონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი იღებდა მონაწილეობას, უეფა-ს ეგიდით მიმდინარე წლის სექტემბერში გასამართი სანაკრებო მატჩების შესახებ იმსჯელეს.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, სექტემბრის როგორც ეროვნული, ისე 21-წლამდე ნაკრებების მატჩები მაყურებლის გარეშე შედგება.

ეროვნული ნაკრების სექტემბრის კალენდარი – ერთა ლიგის გათამაშება

5 სექტემბერი – ესტონეთი – საქართველო

8 სექტემბერი – საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია

21-წლამდე ნაკრების სექტემბრის კალენდარი  – ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

4 სექტემბერი – საქართველო – საფრანგეთი

8 სექტემბერი – ლიხტენშტაინი – საქართველო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ოქტომბერში დაგეგმილ სანაკრებო მატჩებზე მაყურებლის დასწრების საკითხს უეფა სექტემბერში, მორიგ ვიდეოკონფერენციაზე გადაწყვეტს.

პირველი მატჩი, სადაც უეფა მაყურებლის დაშვებას გეგმავს, ბუდაპეშტში გასამართი  სუპერთასია. უეფა-ს სუპერთასის შეხვედრა ბუდაპეშტში 24 სექტემბერს გაიმართება.