უაილდერი აცხადებს, რომ მზად არის, უსიკთან ბრძოლაში ფიური ჩაანაცვლოს #1TVSPORT
მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, დეონტეი უაილდერს სურს, რომ ოლეკსანდრ უსიკთან გასამართ ბრძოლაში ტაისონ ფიური ჩაანაცვლოს. შეგახსენებთ, რომ უსიკისა და ფიურის საჩემპიონო ორთაბრძოლა თებერვალში უნდა გამართულიყო, მაგრამ „ბოშათა მეფემ“ სპარინგის დროს ტრავმა მიიღო და უკრაინელთან მისი დაპირისპირება დაგეგმილ დროს აღარ გაიმართება.
„მზად ვარ, უსიკთან ფიურის ნაცვლად ვიჩხუბო. საერთოდ, ბრძოლისთვის ყოველთვის მზად ვარ, ვინც არ უნდა იყოს ჩემი მეტოქე. არ აქვს მნიშვნელობა, მოვასწარი თუ არა სათანადოდ მომზადება. მე მართლა შემიძლია, რინგზე ნებისმიერის წინააღმდეგ ავიდე“, – აცხადებს ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი.
დეონტეი უაილდერმა კარიერის განმავლობაში 47 ბრძოლა გამართა და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა – ორჯერ სწორედ ტაისონ ფიურისთან.