თურქი სამართალდამცველები გაუჩინარებული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის ცხედარს სტამბოლთან, ტყის მასივებში ეძებენ
თურქი სამართალდამცველები გაუჩინარებული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის ცხედარს სტამბოლთან,  ტყის მასივებში ეძებენ

თურქი სამართალდამცველები სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოდან გაუჩინარებული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის ცხედარს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.

გავრცელებული ცნობით, ძიება მიმდინარეობს სტამბოლისა და იალოვის პროვინციის მიმდებარე ტერიტორიებსა და ტყის მასივებში. სამართალდამცველებმა შეისწავლეს როგორც დიპლომატიური ნომრებით რეგისტრირებული საკონსულოს ავტომობილების გადაადგილება, ასევე ყველა ავტომობილის მარშრუტი, რომელიც საკონსულოს სიახლოვეს დაფიქსირდა და გამომძიებლებმა საეჭვოდ მიიჩნიეს.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ის მოკლეს, სხეული კი დაანაწევრეს.