თურქეთში ქარიშხლის მსხვერპლთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ქალაქ სტამბოლსა და მის მეზობელ რეგიონებში სტიქიის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. მსხვერპლთა შორის ერთი უცხოეთი მოქალაქეა.
ცუდი ამინდის გამო, თურქეთის 11 პროვინციაში საგანმანათლებლო პროცესი შეწყდა. შენობებიდან საგნების ცვენის და გადაკეტილი გზების გამო, სტამბოლის მერიამ მოქალაქეებს მოუწოდა, გადაუდებელი საჭიროების გარდა, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.
ძლიერმა ქარმა ასევე აიძულა ხელისუფლება, გაეუქმებინა საბორნე მიმოსვლა ბოდრუმსა და დატჩას სანაპირო კურორტებს შორის. იზმირის, კოჯაელისა და ბურსას ზოგიერთ პროვინციაში ზღვა ადიდდა და სახურავები ჩამოიშალა. მარმარილოს, ეგეოსის, დასავლეთ ხმელთაშუა და დასავლეთ შავი ზღვის რეგიონებსა და ცენტრალური ანატოლიის ჩრდილო-დასავლეთით ისევ ცუდ ამინდს პროგნოზირებენ.