თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 000-ს გადააჭარბა

16:44, 21.04.2020

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს. ინფიცირებულთა რაოდენობით, თურქეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

თურქეთმა საერთაშორისო ფრენები მარტის დასაწყისში შეწყვიტა. დაიხურა სკოლებიც, თუმცა თურქეთის პრეზიდენტი სრული კარანტინის გამოცხადებაზე ბოლო დრომდე უარს ამბობდა.

თურქეთში კორონავირუსით სულ გარდაიცვალა 2 140 ადამიანი.

მსგავსი