თურქეთში 133 სამხედრო პირის დაკავების ორდერი გასცეს. ისინი ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.
სააგენტო „რეიტერის“ ინფორმაციით, პოლიციის რეიდი იზმირის პროვინციაში ჩატარდა.
სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან სამი წლის შემდეგ, დაკავებულია 77 ათასი ადამიანი, 150 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე კი სამსახურებიდან გაათავისუფლეს, რის გამოც, ანკარას საერთაშორისო საზოგადოება მკაცრად აკრიტიკებს.