თურქეთს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფეთჰულა გიულენის 84 მხარდამჭერის ექსტრადიცია სურს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ შესაბამისი ოფიციალური მოთხოვნა ვაშინგტონს უკვე გადასცა.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ 84 პირს თურქი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, რომელსაც ოფიციალური ანკარა 2016 წელს, თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს.
თურქეთი ამერიკის შეერთებულ შტატებისგან სასულიერო პირის ექსტრადიციასაც ითხოვს, თუმცა ვაშინგტონი ამაზე უარს აცხადებს. თავად ფეთჰულა გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობას კატეგორიულად უარყოფს.