თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
გავრცელებული ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სირიაში განხორციელებულ თავდასხმაზეც ისაუბრეს.
თურქეთის პრეზიდენტის პრესასამსახურის ინფორმაციით, ერდოღანმა ქალაქ დუმაში მომხდარი თავდასხმის გამო შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ერთობლივი მუშაობა.
ერდოღანი პუტინს რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის აუცილებლობაზეც ესაუბრა.