თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ილჰამ ალიევმა ბოლო განვითარებულ მოვლენებზე მოსაზრებები გაცვალეს და ამ მხრივ ის ნაბიჯები განიხილეს, რომელთა გადადგმაც ერთობლივად შეიძლება.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატი ავრცელებს. აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების საუბრის სხვა დეტალებთან დაკავშირებით განცხადება არ გავრცელებულა.

აზერბაიჯანსა და თურქეთის ლიდერების სატელეფონო საუბრამდე ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობები გენოციდად აღიარა.