თურქეთის სანაპიროსთან სატვირთო გემის ჩაძირვის შედეგად გარდაცვლილთა შორის ოთხი უკრაინელია
თურქეთის სანაპიროსთან სატვირთო გემის ჩაძირვის შედეგად გარდაცვლილთა შორის ოთხი უკრაინელია. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში უკრაინის საელჩო ადასტურებს.
კიდევ ერთი გარდაცვლილი ეკიპაჟის აზერბაიჯანელი წევრია. აზერბაიჯანი ერთი მოქალაქე კი დაკარგულად ითვლება.
სატვირთო ხომალდის ბორტზე ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა, რომელთა შორის 11 უკრაინელი და ორი აზერბაიჯანელი იყო. თურქეთში უკრაინის ელჩის ინფორმაციით, შვიდი გადარჩენილი უკრაინელი ქალაქ სამსუნის საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
ინციდენტი შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან დღეს დილით მოხდა. თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან, რომელსაც ქვანახშირი გადაჰქონდა, განგაშის სიგნალი მიიღო.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემის ჩაძირვის მიზეზი უამინდობა გახდა.