ბუდაპეშტში ტურისტული გემის ჩაძირვის შედეგად სამხრეთ კორეის შვიდი მოქალაქე დაიღუპა
ბუდაპეშტში ტურისტული გემის ჩაძირვის შედეგად სამხრეთ კორეის შვიდი მოქალაქე დაიღუპა

ბუდაპეშტში ტურისტული გემის ჩაძირვის შედეგად, სამხრეთ კორეის შვიდი მოქალაქე დაიღუპა. ბორტზე მყოფ კიდევ 19 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

ტურისტულ ხომალდზე 33 მგზავრი იმყოფებოდა. მათ უმრავლესობა სამხრეთკორეელი ტურისტი იყო. მაშველებმა მგზავრების ნაწილის მდინარიდან ამოყვანა შეძლეს.

მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა უნგრეთის მთავრობამ. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ უნგრეთში მათი მთავრობის წარმომადგენლები გაემგზავრებიან.

გემის ჩაძირვის მიზეზად ძლიერი წვიმა სახელდება. სამაშველო ოპერაცია ბუდაპეშტში ახლაც გრძელდება. მომხდარის გამო, დუნაიზე ხომალდების გადაადგილება შეწყვეტილია. მაშველებს ხელს წვიმა უშლით.

ტრაგედია მდინარე დუნაიზე გუშინ საღამოს მოხდა.