თურქეთის ოპოზიციამ მუნიციპალურ არჩევნებში სტამბოლში, ანკარაში, იზმირსა და ართვინში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა
თურქეთის ოპოზიციამ მუნიციპალურ არჩევნებში სტამბოლში, ანკარაში, იზმირსა და ართვინში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.
მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელის, ქემალ კირიჩდაროღლუს განცხადებით, სტამბოლში მმართველი პარტია თავის გამარჯვებაზე საუბრობს, თუმცა რეალურად გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატმა, ეკრემ იმამოღლუმ მოიპოვა.
თურქი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ გამარჯვება ასევე მოიპოვა ადანაში, ანტალიაში, არტაანში და ბოლუში.
კილიჩდაროღუმ ასევე აღნიშნა, რომ პირველად აღმოჩნდა მსგავს უსამართლო კამპანიაში, თუმცა ზეწოლის მიუხედავად, მოსახლეობამ სანდო არჩევანი გააკეთა.
თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში საერთო ჯამში მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია ლიდერობს.