თურქეთის ნაცვლად ესპანეთში - „ლოკომოტივმა“ შეკრებაზე სპარინგები დაგეგმა
თურქეთის ნაცვლად ესპანეთში - „ლოკომოტივმა“ შეკრებაზე სპარინგები დაგეგმა

ლოკომოტივმა“ თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ საფეხბურთო ბაზაზე ზამთრის მოსამზადებელი პერიოდის პირველი ეტაპი დაასრულა და მზადების გეგმა შეცვალა.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, გია ჭიაბრიშვილის გუნდი, უცხოურ შეკრებას თურქეთში გეგმავდა. თუმცა, მოხდა ცვლილებები და ბელეკის ნაცვლად, თბილისელები შეკრებას ესპანეთში გაივლიან.

6 თებერვალს, „ლოკომოტივი“ ესპანეთში, ანდალუზიის რეგიონში, ქალაქ მარბელაში გაემგზავრება, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლის და საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს ძალიან ძლიერ გუნდებთან გამართავს:

8 თებერვალი – ლოკომოტივი Vs როსტოვი (რუსეთი)

11 თებერვალი – ლოკომოტივი Vs კრასნოდარი (რუსეთი)

14 თებერვალი – ლოკომოტივი Vs ლოკომოტივი მოსკოვი (რუსეთი)

17 ან 18 თებერვალი – მალაგა Vs ლოკომოტივი

„ლოკომოტივი“ თბილისში 20 თებერვალს დაბრუნდება და ჩემპიონატის განახლებამდე, 1 კვირა მზადებას დედაქალაქში გააგრძელებს.