თურქეთის მთავრობა არ გამორიცხავს, ტურისტები მაისის ბოლოდან მიიღოს

08:16, 19.04.2020

თურქეთის მთავრობა არ გამორიცხავს, ტურისტები მაისის ბოლოდან მიიღოს, – ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ტურიზმისა და კულტურის მინისტრმა, მეჰმეთ ერსოიმ გააკეთა.

მისი თქმით, მაისის ბოლოს კორონავირუსის გავრცელების კუთხით სიტუაცია სავარაუდოდ გაუმჯობესდება და ტურისტული სეზონის გახსნა შესაძლებელი გახდება.

დღეს არსებული მონაცემებით, თურქეთში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 800-ზე მეტი ადამიანი. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 82 000-ს აჭარბებს.

მსგავსი