თურქეთის ხელისუფლებამ ათობით სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის ხელისუფლებამ ათობით სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის ხელისუფლებამ ათობით სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეული სააგენტო Anadolu ავრცელებს.

სამხედრო მაღალჩინოსნებს აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან ფეთჰულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებენ.

სულ გაცემულია 68 პირის დაკავების ორდერი, მათ შორის 22 პოლკოვნიკი და 27 ლეიტენანტია. ამ დროისთვის უკვე დაკავებულია 19 ადამიანი.

2016 წლის ივლისში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში 160 ათასამდე ადამიანი დააკავეს, მათგან 50 ათასს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს და პატიმრობა შეუფარდეს. დაახლოებით 160 ათამდე საჯარო მოხელე კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.