საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ისრაელშია, სადაც საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე ითამაშებს.
გამგზავრებამდე, ზურაბ ხიზანიშვილმა 16-წლამდელები რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე ავარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 19 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ნაკრებში ოთხი ლეგიონერი გამოიძახეს: ლუკა ჯაჭვლიანი (ევროპა, ესპანეთი), გიორგი ხაბულიანი (მარსეტ აკადემია, ესპანეთი), გიორგი მესხი (ჰალეშერი, გერმანია) და ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები). ეს უკანასკნელი „ტვენტეს“ ასაკობრივ გუნდში სტაბილურად თამაშობს და საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში სადებიუტო შეხვედრას ისრაელის ოთხთა ტურნირზე ჩაატარებს.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ლუკა ჯოჯუა (დინამო, თბილისი), მიხეილ მაქაცარია (სფფ აკადემია, რუსთავი)
მცველები: ლუკა ჯანაშია, მუხრან ბაგრატიონი, თორნიკე მოლაშვილი, ნიკა გოგებაშვილი (ყველა – დინამო, თბილისი), გიორგი პირტახია, რომან მორჩილაძე (სფფ აკადემია, რუსთავი)
ნახევარმცველები: ომარ თოდუა, საბა გეგიაძე, ნიკა ცხოვრებაშვილი, ლუკა ლაცაბიძე, დავით შიოლაშვილი (ყველა – დინამო, თბილისი), ბექა ხიმშიაშვილი (სფფ აკადემია, რუსთავი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), ლუკა ჯაჭვლიანი (ევროპა, ესპანეთი)
თავდამსხმელები: ნიკა დავრაშელიძე, შაკო დვალიშვილი (ორივე – საბურთალო, თბილისი), გიორგი ხაბულიანი (მარჩეტის აკადემია, ესპანეთი), გიორგი მესხი (ჰალეშერი, გერმანია).
საქართველოს 16-წლამდე ნაკრები საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე სამ შეხვედრას გამართავს. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი მასპინძელ ისრაელთან ერთად პოლონეთისა და ბელარუსის 16-წლამდე ნაკრებებს დაუპირისპირდება.
ტურნირის განრიგი (საქართველოს დროით)
29 იანვარი
პოლონეთი 14:00 საქართველო
31 იანვარი
ისრაელი 16:00 საქართველო
2 თებერვალი
საქართველო 14:00 ბელარუსი