„რეალ მადრიდის“ ნახევარმცველმა ლუკას ვასკესმა მარცხენა ფეხის თითი მოიტეხა. როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია იტყობინება, ინციდენტი სატრენაჟორო დარბაზში მოხდა, რიდესაც ფეხბურთელს ფეხზე მძიმე საგანი დაეცა.
28 წლის ვასკესი უკვე ექვსი კვირაა, რაც მოედანზე არ გასულა, მას შემდეგ რაც ფეხის ტრავმა მიიღო და ამას ახლა მოტეხილი თითიც დაემატა.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა წელს მხოლოდ ცხრა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.