შესაძლოა, ლუკას ვასკესი „არსენალის“ ფეხბურთელი გახდეს
შესაძლოა, ლუკას ვასკესი „არსენალის“ ფეხბურთელი გახდეს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ლუკას ვასკესი, შესაძლოა ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი გახდეს, – იტყობინება ესპანური სააგენტო „ასი“ (AS).

წყაროს ცნობით, კლუბები მოლაპარაკების სტადიაზე არიან. ესპანელის სატრანსფერო თანხა 32 მილიონ ევროს შეადგენს.

2018/2019 წლების სეზონზე ვასკესმა სამეფო კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.