მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ლუკას ვასკესი, შესაძლოა ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი გახდეს, – იტყობინება ესპანური სააგენტო „ასი“ (AS).
წყაროს ცნობით, კლუბები მოლაპარაკების სტადიაზე არიან. ესპანელის სატრანსფერო თანხა 32 მილიონ ევროს შეადგენს.
2018/2019 წლების სეზონზე ვასკესმა სამეფო კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.