სერხიო რამოსმა და ლუკას ვასკესმა „რეალის“ წინადადებები უარყვეს - მოლაპარაკებები შეჩერებულია
სერხიო რამოსმა და ლუკას ვასკესმა „რეალის“ წინადადებები უარყვეს - მოლაპარაკებები შეჩერებულია

მადრიდის „რეალი“, ჯერჯერობით ისევ ვერ მოელაპარაკა ახალ კონტრაქტებზე მცველს სერხიო რამოსსა და ნახევარმცველ ლუკას ვასკესს, – წერს გაზეთი „მარკა“.

კლუბს ჯერ ისევ აქვს მათთან მოლაპარაკების შანსი, მაგრამ სიტუაციას ართულებს მძიმე ეკონომიკური სიტუაცია, რაც კორონავირუსის გამოა შექმნილი. „რეალმა“ უკვე მიმართა წინადადებით რამოსსაც და ვასკესსაც, მაგრამ ორივემ უარყო შეთავაზებები. მას შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა. ამ მომენტისთვის მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს და ფეხბურთელებს აქვთ უფლება სხვა კლუბებთან ჰქონდეთ კონტაქტი, რადგან მათი კონტრაქტები 2021 წლის ზაფხულში იწურება.

დატოვე კომენტარი