ლუკას ვასკესმა „რეალთან“ 2024 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი #1TVSPORT
ლუკას ვასკესმა „რეალთან“ 2024 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ ნახევარმცველ ლუკას ვასკესთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ გამოაცხადა. 29 წლის ესპანელი „სამეფო კლუბში“ 2024 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ვასკესი „რეალის“ აკადემიის აღზრდილია. მადრიდულ გუნდში მას 240 მატჩი დაუგროვდა, 26 გოლი გაიტანა და 54 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

აპრილში ფეხბურთელს მარცხენა მუხლზე ჯვარედინი მესების დაჭიმულობა დაუდგინეს, რის გამოც მან სეზონის ბოლო ნაწილი გამოტოვა.