„ბაიერნი“ ლუკას ვასკესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან #1TVSPORT
„ბაიერნი“ ლუკას ვასკესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან #1TVSPORT

გერმანიის ჩემპიონი „ბაიერნი’ მადრიდის „რეალიდან“ გარემარბ ლუკას ვასკესის ტრანსფერზე მუშაობს. მხარეებმა მოლაპარაკებებისას დიდ პროგრესს მიაღწიეს, – იტყობინება გაზეთი AS.

წყაროს ცნობით, შეთანხმება ჯერ არ შემდგარა, მაგრამ გერმანული კლუბი და ფეხბურთელი ახლოს არიან ამასთან. უახლოესი რამდენიმე დღე განმსაზღვრელი იქნება ამ დიალოგისას.

ადრე ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ 29 წლის ვასკესის აგენტმა ვერ შეძლო „რეალთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკება. მადრიდულ კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. „ბაიერნი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით იმედოვნებს ესპანელის გადაბირებას.