ტრავმირებული სიგუასა და წულუკიძის გარეშე - 19-წლამდელთა ნაკრები ევროშესარჩევზე დანიაში ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები დანიაში გაემგზავრება, სადაც ევრო 2023-ის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს ითამაშებს. ლაშა ფირცხალაიშვილმა შემადგენლობა უკვე დაასახელა. მისი გაწვრთნილები 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-9 ჯგუფში მატჩებს 21-დან 27 სექტემბრამდე გამართავენ. მინიტურნირს დანია უმასპინძლებს. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მეტოქეები, მასპინძელის გარდა, ინგლისი და მონტენეგრო იქნებიან.
დანიაში გასამართი მატჩებისთვის, 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებს, ტრავმის გამო გაბრიელ სიგუა და ლუკა წულუკიძე ვერ დაეხმარებიან. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ფირცხალაიშვილმა საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობის მისაღებად 20 ფეხბურთელი გამოიძახა.
U19 | შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), პაპუნა ბერუაშვილი (სპორტინგი ლისაბონი, პორტუგალია)
მცველები: რომა მორჩილაძე, არჩილ დათუაშვილი, ლუკა ლაცაბიძე, მუხრან ბაგრატიონი (ყველა – დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი)
ნახევარმცველები: ლუკა პარკაძე, ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი, თემურ გოგნაძე, ომარ თოდუა (ყველა – დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე, გიორგი ბართია (ორივე – საბურთალო), ლაშა კალანდაძე (ლოკომოტივი თბილისი), თენგიზ ალიბეგაშვილი (გაგრა)
თავდამსხმელები: ჯადული იობაშვილი, დიმიტრი ღურწკაია, დავით გოცირიძე (ყველა – დინამო თბილისი), გიორგი ხაბულიანი (ადანა დემირსპორი, თურქეთი)
U19 | საკვალიფიკაციო რაუნდი
21 სექტემბერი
დანია – საქართველო
24 სექტემბერი
ინგლისი – საქართველო
27 სექტემბერი
მონტენეგრო – საქართველო
19-წლამდელთა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 3-დან 16 ივლისის ჩათვლით მალტა უმასპინძლებს.