ლეანდრო რიბეირო გორის „დილას” უბრუნდება – ინფორმაციას გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ლიგის 2018 წლის საუკეთესო ლეგიონერი ტირასპოლის „შერიფში“ გამოდიდოა და კლუბის ვებ-გვერდთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მოლდოვას ტოვებს. 24 წლის ბრაზილიელი ლეგიონერი „შერიფში“ იანვარში გადავიდა და მოლდოვის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. გერმანული სამენჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ ცნობით, ლეანდრო რიბეირო გორის „დილას“ 2020 წლის იანვრიდან შეუერთდება.
პირველად ბრაზილიელმა „დილას“ ფორმა 2017 წელს მოირგო. მეორედ გორულ კლუბში 2018 წლის 25 მარტს დაბრუნდა და „შერიფს“ ეროვნული ლიგის საუკეთესო ლეგიონერის სტატუსით 2019 წლის იანვარში შეურთდა. მაშინ ოფიციალური ცნობით, ლეანდრო რიბეიროს საფასურად მოლდოვურმა კლუბმა 50 ათასი ევრო გადაიხადა.