400 ათასი ლეანდრო რიბეიროში - კორეელებმა „დილასგან“ ტრანსფერი გამოისყიდეს
400 ათასი ლეანდრო რიბეიროში - კორეელებმა „დილასგან“ ტრანსფერი გამოისყიდეს

ლეანდრო რიბეიროს ტრანსფერი გორის „დილადან“ კორეულმა „სეულ ე-ლანდმა“ გამოისყიდა, ბრაზილიელი კორეელთა მაისურს 2023 წლის ბოლომდე მოირგებს, ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„კლუბმა წარმატებით დაასრულა ლეანდრო რიბეიროსთან დაკავშირებული მოლაპარაკება და მასთან ახალი კონტრაქტი 3,5 წლიანი ვადით, 2023 წლის ბოლომდე გაფორმდა. ლეანდროს აქვს მრავალი საუკეთესო უნარი, დრიბლინგი, საგოლე გადაცემებითაც გამოირჩევა. ის ტურის MVP 3-ჯერ გახდა, ხოლო 6-ჯერ ლიგის ტურის ნაკრებში მოხვდა“, – წერია კორეული კლუბსი ვებგვერდზე.

გორის „დილასთვის“ ლეანდრო რიბეიროს წასვლა სპორტული კუთხით დანაკლისია, მაგრამ ფინანსური კუთხით – მომგებიანი, მით უფრო პანდემიის პერიოდში. გერმანულ სამენეჯერო ინტერნეტსააგენტორტანსფერმარკტს“ თუ დაეჯერება, კორეულმა კლუბმა ლეანდრო რიბეიროს ტრანსფერში გორის „დილას“ 400 ათასი ევრო გადაუხადა. თუმცა, ეს არაოფიციალური ინფორმაციაა.

ლეანდრო რიბეიროს ტირასპოლის „შერიფში“ საიჯარო ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში დაუსრულდა და გორის „დილაში“ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ფეხბურთელმა საქართველოში თამაში აღარ ისურვა და ძალიან მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო – 25 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი კარიერას კორეის რანგით მეორე ლიგის აუტსაიდერ „სეული ე-ლანდში“ გააგრძელებს. ლეანდრო რიბეირო სეულის გუნდის პირველი უცხოელი მოთამაშე გახდა.

ბრაზილიელ ფორვარდს უთამაშია „ინტერნაციონალში“, პორტუგალიის „აროკაში“, გორის „დილასა“ და მოლდოვურშერიფში“.