გიორგი არაბიძის ეფექტური გოლით „ტორპედომ“ „დილა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი არაბიძის ეფექტური გოლით „ტორპედომ“ „დილა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი არაბიძემ ისევ გაიბრწყინა და ქუთაისის „ტორპედოს“ გორის „დილასთან“ დაძაბული და სანახაობრივი თამაშის მოგებაში დაეხმარა – 1:0.

ეროვნული ლიგის მე-4 ტურის დაპირისპირება, რომელიც „რამაზ შენგელია არენაზე“ გაიმართა, დაძაბული გამოდგა. მასპინძლები პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდნენ – 45-ე წუთზე მცველების მოგერიებული ბურთი გიორგი არაბიძემ საჯარიმოსთან მიიღო და სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით წარიმართა, გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ შანსებით ვერცერთმა ვერ ისარგებლა.

ქუთაისის „ტორპედომ“ მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა და ექვსი ქულით მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, გორის „დილა“ კი ცხრა ქულით მესამე პოზიციაზეა.