ეროვნული ლიგა | გორის „დილამ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | გორის „დილამ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ზედიზედ მეორე თამაში წააგო.


„დინამო თბილისი“ – „დილა“ 1:2


გოლები: 0:1 კობოური (55. საკუთარ კარში), 0:2 კოვტალიუკი (61. გომისის პასით), 1:2 მარუშიჩი (63. ოდიშარიას პასით).

 

ეროვნული ლიგის მეათე ტურის შეხვედრის პირველი ტაიმი მომენტებითა და სანახაობრივად მწირი გამოდგა, მაგრამ მეორე ნახევარში ვითარება შეიცვალა და გორელებმა მოკლე მონაკვეთში ორი გოლის გატანა მოახერხეს.

ანგარიში 55-ე წუთზე გაიხსნა. ჯარიმის გათამაშების შემდეგ ტიერი გეილიმ კარისკენ დაარტყა, ბურთი თბილისელთა მცველს, დავით კობოურს მოხვდა და კარში აღმოჩნდა. რვა წუთში კი „დილას“ უპირატესობა მიკოლა კოვტალიუკმა ორამდე გაზარდა.

„დინამო“ მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდა და სხვაობა სწრაფად შეამცირა. გიორგი მოისწრაფიშვილისა და ლაშა ოდიშარიას გათამაშებული კომბინაცია ზორან მარუშიჩმა ზუსტი დარტყმით დაასრულა და თბილისელებს თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა, „დილამ“ 2:1 მოიგო.

მეათე ტურის დარჩენილი შეხვედრები:

26 აპრილი, ოთხშაბათი

15:30 | სამგურალი – გაგრა

16:30 | შუქურა – დინამო (ბათუმი)

18:00 | თელავი – სამტრედია