გორის „დილამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ანგარიშით მოუგო #1TVSPORT
გორის „დილამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ანგარიშით მოუგო #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გორის „დილამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:0.

მასპინძლები „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ ჩატარებული დაპირისპირების პირველ ნახევარში დაწინაურდნენ. 42-ე წუთზე „დილას“ მცველმა, რევაზ ჩიტეიშვილმა ძლიერად დაარტყა და ეფექტური გოლის ავტორი გახდა.

შესვენების შემდეგ გორელებმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს. 46-ე წუთზე „დილას“ სწრაფი შეტევა გუნდის ახალგაზრდა ლიდერმა, ნიკა გაგნიძემ ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა – 2:0.

ამის შემდეგ მასპინძლების 21 წლის ბარბადოსელმა თავდამსხმელმა, ტიერი გეილიმ გაიბრწყინა, რომელმაც დუბლი შეასრულა. საბოლოო ანგარიში მატჩში 85-ე წუთზე გიორგი ცეცხლაძემ დააფიქსირა – 5:0.

11 ტურის შემდეგ „დილამ“ 17 ქულა დააგროვა და ცხრილში მეხუთე ადგილზე დაწინაურდა.