„ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა რასიზმის გამოვლენის გამო შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო #1TVSPORT
„ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა რასიზმის გამოვლენის გამო შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო #1TVSPORT

„ტოტენჰემის“ ურუგვაელი ნახევარმცველი როდრიგო ბენტანკური ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ რასიზმის გამოვლენის გამო შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და 100 ათასი ფუნტის ოდენობით ჯარიმის გადახდაც დააკისრა.

საქმე ისაა, რომ ურუგვაის ტელევიზიის გადაცემაში 27 წლის ფეხბურთელმა თანაგუნდელ სონ ჰინ მინზე იხუმრა და თქვა, რომ კორეელების გარჩევა უჭირს, რადგან ყველა ერთმანეთს ჰგავს. ბენტანკურმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა, მაგრამ სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა.

მიმდინარე სეზონში როდრიგო ბენტანკურმა ყველა ტურნირზე „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში 15 მატჩი გამართა, გაიტანა ერთი გოლი და ერთიც შედეგიანი გადაცემა შეასრულა.