ლონდონის „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, ამ კვირას გადააყენოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანტონიო კონტე, – წერს გაზეთი The Telegraph-ი.
კლუბის პრეზიდენტს, დანიელ ლევის არ მოეწონა იტალიელის სპეციალისტის საქციელი „საუთჰემპტონთან“ მატჩის შემდეგ. კონტემ მკაცრად გააკრიტიკა თავისი ფეხბურთელები და მათ „ეგოისტები“ უწოდა.
ინგლისურ პრესაში იწერება, რომ დროებით „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის ადგილს რაიან მეისონი დაიკავებს, რომელსაც ეს როლი უკვე შესრულებული აქვს გუნდიდან ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ.