„ჩელსიმ“ ანტონიო კონტეს მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა #1TVSPORT
„ჩელსიმ“ ანტონიო კონტეს მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსიმ“ სარფიანი წინადადებით მიმართა თავის ყოფილ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს გუნდში დაბრუნების მიზნით, – ამის შესახებ იტყობინება გაზეთი La Repubblica.

წყაროს ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში „ჩელსის“ ინტენსიური კონტაქტი აქვს იტალიელ სპეციალისტთან. ირკვევა, რომ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობას არ აწყობს გუნდის ამჟამინდელი დამრიგებლის, მაურიციო პოჩეტინოს შედეგები.

უფრო ადრე პრესაში დაიწერა იმის შესახებ, რომ კონტეს სამსახურით აგრეთვე დაინტერესებულნი არიან „მილანი“ და „ნაპოლი“.

ანტონიო კონტე „ჩელსის“ 2016-18 წლებში წვრთნიდა. ამ პერიოდში ლონდონელებმა მოიგეს პრემიერლიგა და ინგლისის თასს დაეუფლნენ.

54 წლის სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი იყო ლონდონის „ტოტენჰემი“, რომელსაც 2021-23 წლებში წვრთნიდა.