ტორონტოს ტურნირის ნახევარფინალში სერენა უილიამსი და სამი თინეიჯერი გავიდნენ
ტორონტოში ქალთა „პრემიერ“ კატეგორიის ტურნირზე მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა, რის შემდეგაც, ნახევარფინალისტებს შორის მხოლოდ ერთი განთესილია – სერენა უილიამსი.
ამერიკელის მატჩი ნაომი ოსაკასთან ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან ჩოგბურთელები პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს აშშ-ის ღიაზე შარშანდელი სკანდალური ფინალის შემდეგ.
უილიამსმა ძალიან დამაჯერებელი რევანში აიღო შარშანდელი მარცხის გამო. ამერიკელმა ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა იაპონელს, 12 ეისი ჩააწოდა და 31 „ვინერსი“ დააგროვა.
წაგების მიუხედავად, ოსაკა ორშაბათიდან რეიტინგში ლიდერობას დაიბრუნებს, რადგან დამარცხდა მისი კონკურენტი კაროლინა პლიშკოვა. ჩეხმა 19 წლის ბიანკა ანდრეესკუსთან წააგო, რომელსაც ახლა შვიდიდან შვიდი მოგება აქვს რეიტინგის საუკეთესო ხუთეულის მოთამაშეებთან.
მეოთხედფინალი
ბუზკოვა (ჩეხ)-ჰალეპი (რუმ, 4) 6:4 უარი
ს. უილიამსი (აშშ, 8)-ოსაკა (იაპ, 2) 6:3, 6:4
ანდრეესკუ (კან)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 3) 6:0, 2:6, 6:4
კენინი (აშშ)-სვიტოლინა (უკრ, 6) 7:6(2), 6:4