თორნიკე ოქრიაშვილის ოთხი ვარიანტი - რუსეთიც და ჰოლანდიაც
თორნიკე ოქრიაშვილის ოთხი ვარიანტი - რუსეთიც და ჰოლანდიაც

„თორნიკე ოქრიაშვილით რუსული და ჰოლანდიური კლუბები დაინტერესდნენ“ – სიახლე პირველ არხს ფეხბურთელის მენეჯერმა, მამუკა ამიროვმა გაუმხილა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერი დეკემბერში უკლუბოდ დარჩა – ოქრიაშვილმა რუსეთის პრემიერლიგის კლუბ „კრასნოდართან“ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა.

სად გააგრძელებს 26 წლის ქართველი ფეხბურთელი კარიერას? მამუკა ამიროვმა ამის შესახებ ბოლო ინფორმაციები პირველ არხს გაუმხილა.

„თორნიკეს ახალი კლუბის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ ის კი შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის პრემიერლიგის სამი საინტერესო კლუბი დაინტერესდა, პლუს პასუხს ჰოლანდიიდან ველოდებით. საახალწლო დღესასწაული ჩაივლის და ბევრი რამ გევცოდინება“ – ამბობს ამიროვი.