ტოპ 14-ის მე-20 ტურის საუკეთესო მომენტები (ვიდეო)

17:56, 13.03.2018
BISMARCK DU PLESSIS mhr

BISMARCK DU PLESSIS mhr

საფრანგეთის ტოპ 14-ში 20 ტურის შემდეგ 68 ქულით პირველ ადგილზე “მონპელიეა”. მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, დავით ქუბრიაშვილის და გელა აფრასიძის გუნდი მე-20 ტურში მეორე ადგილოსან “რასინგ მეტროს” დაუპირისპირდა და უშუალო კონკურენტი 41:3 გაანადგურა.

https://www.youtube.com/watch?v=2SzSOYEb59E

დიდი ანგარიშით იმარჯვა “ტულონმაც”. ლევან ჩილაჩავას და მამუკა გორგოძის გუნდმა “აჟენს” უმასპინძლა და 54:5 მოიგო.

https://www.youtube.com/watch?v=3rYD1wB-NZI

“ლიონთან” მნიშვნელოვანი შეხვედრა დათმო “ტულუზამ”, რომელსაც 57 ქულა აქვს. გამარჯვების შემდეგ “ლიონმა” 55 სატურნირო ქულა მოიპოვა და საპლეიოფო ექვსეულში დამკვიდრდა.

https://www.youtube.com/watch?v=8OnVDozmjkM

დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა ექვსეულის კიდევ ერთმა წევრმა. “პო”-მ “ლა როშელს” უმასპინძლა და მხოლოდ სამ ქულიანი სხვაობით – 18:15 მოიგო.

https://www.youtube.com/watch?v=XCCs-W4h910

მეშვიდე ადგილზე მყოფი “კასტრი” “სტად ფრანსეს” ესტუმრა და 23:17 დამარცხდა. პარიზული კლუბი 32 ქულით მე-11 ადგილზეა.

https://www.youtube.com/watch?v=nscca4MY47s

უჩვეულოდ ცუდ სეზონს ატარებს “კლერმონი” რომელიც ტრადიციულად პლეიოფის მონაწილეა, თუმცა წელს მხოლოდ მე-9 ადგილს იკავებს. კლერმონელები აუტსაიდერ “ბრივს” ესტუმრნენ და 9:11 იმარჯვეს.

https://www.youtube.com/watch?v=0_NsVoMDbNg

აუტსაიდერების შეხვედრაში “ბორდოს” “ოიონა” ესტუმრა და მეტოქე 20:26 დაამარცხა.

https://www.youtube.com/watch?v=gEgw2r8XK7c

20 ტურის შემდეგ ტოპ 14-ის სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება –

https://twitter.com/top14rugby/status/972910128717549568

მსგავსი