რაგბი | დავით ნინიაშვილის პირველი ლელო მიმდინარე სეზონში – „ბორჯღალოსნების“ ლიდერმა თავი ჩემპიონთა თასზე გამოიჩინა [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბის ჩემპიონთა თასზე პირველი ტურის მატჩები გაიმართა. დავით ნინიაშვილისა და ალექსანდრე ქუნთელიას „ლა როშელმა“ საკუთარ სტადიონზე სამხრეთაფრიკული „ლაიონზს“ უმასპინძლა და 31:14 დაამარცხა.
ნინიაშვილი ძირითად შეამადგენლობაში იყო, თავიდან ბოლომდე ითამაშა და მიმდინარე სეზონში პირველი ლელო დადო – საქართველოს ნაკრების ლიდერმა თავი 39-ე წუთზე გამოიჩინა.
ალექსანდრე ქუნთელია სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო.