რაგბი | ნოემბრის მატჩებისთვის პიერ-ანრი ბრონკანმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბერში მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის მატჩებს გამართავს – „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, პიერ-ანრი ბრონკანმა ამ მატჩებისთვის 36-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
გუნდში 21 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა. მათ შორის ისეთი მორაგბეებიც არიან, რომლებიც ზაფხულში გამართული მატჩების დროს გუნდთან ერთად არ ყოფილან.
ნოემბერში საქართველოს ნაკრები სამივე თამაშს თბილისში, „ავჭალისა“ და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.
თამაშების განრიგი:
7 ნოემბერი, „ავჭალა“, 18:00 | საქართველო – კანადა;
14 ნოემბერ, „ავჭალა“, 18:00 | საქართველო – ტონგა;
21 ნოემბერი, „მიხეილ მესხი“, 18:00 | საქართველო – აშშ.
ერთა თასის პირველი სამი შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა“ ზაფხულში, სამხრეთამერიკული ტურნეს დროს ჩაატარეს, სამივე მოიგეს და ევროპის, აზიისა და აფრიკის ჯგუფს 14 ქულით ლიდერობენ.
კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელსაც ასევე 14 ქულა აქვს და ამერიკა-წყნარი ოკეანის ჯგუფში პირველ ადგილზეა. ნოემბრის მატჩების შემდეგ ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრებები ერთა თასის პირველ ჩემპიონებად გამოცხადდებიან.
ცნობისათვის, ერთა თასის 12 მონაწილე გუნდი, გეოგრაფიური პრინციპით ორ ჯგუფში არიან განაწილებული.
A ჯგუფი: კანადა, ჩილე, სამოა, ტონგა, ურუგვაი, აშშ;
B ჯგუფი: საქართველო, ჰონკონგი, ზიმბაბვე, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი.
თითოეული გუნდი ივლისისა და ნოემბრის ფანჯარაში წრიული ფორმატით მეორე ჯგუფის გუნდებს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც ორივე ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი ერთა თასის პირველ ჩემპიონად გამოცხადდება.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე („კლერმონი“), ლაშა ფხაკაძე („ბორდო“), სერგი აბრამიშვილი („სტად ფრანსე“), ვანო კარკაძე („ოიონა“), ლუკა გოგინავა („ბეზიე“), ვახტანგ ჯინჭარაძე („შავი ლომი“), გიორგი მელიქიძე („სტად ფრანსე“), ბაჩუკი ჭუმბაძე („ექსეტერი“), კახაბერ დარბაიძე („ბიარიცი“);
მეორე ხაზი: ლადო ჩაჩანიძე („შავი ლომი“), მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), გაგი მარგველაშვილი („რასინგ 92“), კონსტანტინე მიქაუტაძე („ბრივი“), გიორგი ჯავახია („ანგულემი“);
მესამე ხაზი: მიხეილ შიოშვილი („ტულონი“), ლუკა ივანიშვილი („ბრისტოლი“), ილია სპანდერაშვილი („ვალანსი“), თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“), ბექა გორგაძე („პო“), ბექა საღინაძე („ლიონი“), ბექა შვანგირაძე („ლიონი“);
ჰავბეკი: ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“), გელა აფრასიძე („ანგულემი“), თემურ ძოძუაშვილი („შავი ლომი“);
მგეზავი: ლუკა მატკავა („ოიონა“), დაჩი პაპუნაშვილი („მონტობანი“);
ცენტრი: გიორგი შველიძე („ბრივი“), დავით ბარბაქაძე („ლიონი“), გიორგი ხაინდრავა („ნიცა“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), ლუკა ტაბატაძე („შავი ლომი“);
ფრთა: ოთარ მეტრეველი („შავი ლომი“), აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), ლუკა ხორბალაძე („ლიონი“);
ფულბეკი: დავით ნინიაშვილი („ლა როშელი“), ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“).