რაგბი | ალექსანდრე ქუნთელიას სადებიუტო ლელო საფრანგეთში, ინგლისში თავი აბულაძემ გამოიჩინა #1TVSPORT

15:47, 01.11.2026

საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში (TOP 14) მერვე ტურის მატჩები გაიმართა.

ქართველი მორაგბეებიდან თავი მხოლოდ ალექსანდრე ქუნთელიამ გამოიჩინა, რომელმაც „სტად ფრანსესთნ“ გასვლით მატჩში ლელო დადო, თუმცა მისი გუნდი 24:43 დამარცხდა.

ქუნთელია „ლა როშელის“ სასტარტო შემადენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს, დავით ნინიაშვილი კი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო.

„სტად ფრანსეს“ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში გიორგი მელიქიძემ, მაგრამ ტრავმის გამო მე-11 წუთზე შეცვალეს.

ინგლისის ჩემპიონატში თავი გამოიჩინა ნიკა აბულაძემ, რომელმაც „ჰარლიქუინთან“ მატჩში სადებიუტო ლელო დადო, მაგრამ მისი „ექსეტერი“ 28:31 დამარცხდა. „ექსეტერში“ კიდევ ერთმა ქართველმა, ბაჩუკი ჭუმბაძემ შეცვლაზე ითამაშა.

მსგავსი