რაგბი | საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ორგზის მსოფლიო ჩემპიონი შეუერთდა #1TVSPORT
საქართველოს მოარგბეთა ნაკრების სამვრთნელო შტაბში ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი წევრი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ჯერემი კაინო იმუშვებს.
კაინო „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბს ნოემბრის მატჩებში შეუერთდება და პიერ-ანრო ბრონკანის ასისტენტის ფუნქციებს შეასრულებს. ახალი მწვრთნელის მოვალეობა უშუალოდ კონტაქტის არეში მუშაობა და შემტევი რაქების დახვეწა იქნება.
კაინო 2004-2018 წლებში „ოკლენდისა“ და „ბლუზის“ რიგებში თამაშობდა, კარიერის ბოლოს საფრანგეთში გადავიდა და ბოლო სამი სეზონი „ტულუზში“ გაატარა.
ახალი ზელანდიის ნაკრებში კიანო ჯერ 21-წლამდელთა შორის გახდა მსოფლიო ჩემპიონი (2004), 2011 და 2015 წელს კი უკვე ეროვნული ნაკრების რიგებში მოპიოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
2011 წელს ჯერემი კაინო ახალი ზელანდიის წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.