რაგბი | ლუკა მატკავას ზედიზედ მეორე ლელო და კიდევ ერთი შედეგიანი მატჩი საფრანგეთში #1TVSPORT

01:12, 17.10.2026

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა და კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრების მგეზავი ლუკა მატკავა.

„ოიონამ“ საკუთარ მოედანზე „ვალანს რომანი“ მიიღო და 51:25 დაამარცხა, მასპინძლეთა 51 ქულიდან 26 მატკავას ანგარიშზეა – ქართველმა ლეგიონერმა ერთი ლელო დადო (ახალ სეზონში მეოთხე), 6 გარდასახვა და 3 ჯარიმა გაიტანა, ამას გარდა პირველი ლელო მის სწრაფ გარღვევას და სალელოვე გადაცემას მოჰყვა.

7 ტურში მატკავას ანგარიშზე უკვე 106 ქულაა და ამ მაჩვენებლით ის PRO D2-ის მიმდინარე სეზონში პირველი მორაგბე გახდა, ვინც 100-ქულიანი ნიშნული გადალახა.

„ოიონაში“, მატკავას გარდა, ვანო კარკაძემ და ვასილ ლობჟანიძემ ითამაშეს, ისინი ძირითად შემადგენლობაი იყვნენ და შეცვალეს.

„ანგულემის“ შემადგენლობაში თავი გელა აფრასიძემ გამოიჩინა, რომელმაც ახალ სეზონში პირველი ლელო მიითვალა – მისმა „ანგულემმა“ კი „ბიარიცთან“ გასვლითი მატჩი ფრედ, 27:27 დაასრულა.

მსგავსი