საფრანგეთის ტოპ 14-ში 20 ტურის შემდეგ 68 ქულით პირველ ადგილზე “მონპელიეა”. მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, დავით ქუბრიაშვილის და გელა აფრასიძის გუნდი მე-20 ტურში მეორე ადგილოსან “რასინგ მეტროს” დაუპირისპირდა და უშუალო კონკურენტი 41:3 გაანადგურა.
დიდი ანგარიშით იმარჯვა “ტულონმაც”. ლევან ჩილაჩავას და მამუკა გორგოძის გუნდმა “აჟენს” უმასპინძლა და 54:5 მოიგო.
“ლიონთან” მნიშვნელოვანი შეხვედრა დათმო “ტულუზამ”, რომელსაც 57 ქულა აქვს. გამარჯვების შემდეგ “ლიონმა” 55 სატურნირო ქულა მოიპოვა და საპლეიოფო ექვსეულში დამკვიდრდა.
დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა ექვსეულის კიდევ ერთმა წევრმა. “პო”-მ “ლა როშელს” უმასპინძლა და მხოლოდ სამ ქულიანი სხვაობით – 18:15 მოიგო.
მეშვიდე ადგილზე მყოფი “კასტრი” “სტად ფრანსეს” ესტუმრა და 23:17 დამარცხდა. პარიზული კლუბი 32 ქულით მე-11 ადგილზეა.
უჩვეულოდ ცუდ სეზონს ატარებს “კლერმონი” რომელიც ტრადიციულად პლეიოფის მონაწილეა, თუმცა წელს მხოლოდ მე-9 ადგილს იკავებს. კლერმონელები აუტსაიდერ “ბრივს” ესტუმრნენ და 9:11 იმარჯვეს.
აუტსაიდერების შეხვედრაში “ბორდოს” “ოიონა” ესტუმრა და მეტოქე 20:26 დაამარცხა.
20 ტურის შემდეგ ტოპ 14-ის სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება –